საჯარო სამართლის იურიდიული პირის – 112‑ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №489
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე 8 მუხლის მე 2 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი
მუხლი 1. საფასური და მისი განაკვეთი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ ის (შემდგომში – 112) მომსახურების საფასურის (შემდგომში – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები (შემდგომში – აბონენტი).
2. საფასური (დღგ ის ჩათვლით) შეადგენს:
ა) ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა:
ა.ა) ფიზიკური პირისთვის – 0.20 ლარს;
ა.ბ) იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის, დაწესებულებისთვის – 0.50 ლარს;
ბ) მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტებისთვის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა:
ბ.ა) ფიზიკური პირისთვის – 0.20 ლარს;
ბ.ბ) იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის, დაწესებულებისთვის – 0.50 ლარს.
3. ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე საფასური გადაიხდება:
ა) სააბონენტო ნომერზე, რომელზეც ხდება სააბონენტო გადასახდელის დარიცხვა და კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული;
ბ) სააბონენტო ნომერზე, რომელზეც არ ხდება სააბონენტო გადასახდელის დარიცხვა და კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა;
გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა.
4. ამ მუხლის მე 2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომელზეც კალენდარული თვის განმავლობაში ჯამში მოხდა 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.
5. საფასური არ გადაიხდება სააბონენტო ნომერზე, რომელიც გამოიყენება საკონტროლო სალარო აპარატებში.
6. სააბონენტო ნომრების პორტირების შემთხვევაში საფასურის დარიცხვა ხდება ცალ ცალკე პორტირებამდე და პორტირების შემდგომ პერიოდის მიხედვით.
http://magticom.ge/index.php?section=139&lang=geo&info_id=804
На сайте комиссии - ничего нет....
http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO
WTF!?