2015 წლის 12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ხელმოწერის შვიდი წლისთავზე, ყოველდღიური ბრიფინგის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური მდივნის პრეს-სპიკერმა სტეფან დუიარიჩმა განცხადება გააკეთა. პრეს-სპიკერმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებასა და საქართველოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიმდინარე ქმედებებთან დაკავშირებით გაერო-ს სამდივნოს პოზიციის შესახებ ისაუბრა. სტეფან დუაირჩი საკუთარ გამოსვლაში შეეხო შვიდი წლის წინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების საკითხებს, რომელშიც გაერო აქტიურად იყო ჩართული. იგი ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის განკუთვნილი ერთადერთი ფორმატის მნიშვნელობას და გენერალური მდივნის სახელით, მოუწოდებს მონაწილეებს, გააძლიერონ ძალისხმევა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე პროგრესის მიღწევის მიზნით. მისივე თქმით გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გამო. ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის მხარეს, გამოიყენონ არსებული მექანიზმები, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი, პრობლემური საკითხების განსახილველად და განსაკუთრებით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების უზრუნველსაყოფად.
„The Secretary-General recalls the seven-year anniversary of the devastating August 2008 conflict. From the very beginning of the conflict, the UN was actively engaged in calling for a quick cessation of hostilities, which culminated in the signing of the six-point ceasefire agreement on 12 August 2008. The United Nations remains firmly committed to the Geneva International Discussions (GID), jointly co-chaired by the UN, EU and the OSCE, which started following the signing of the ceasefire agreement. The Secretary-General notes that the Geneva International Discussions remains the only platform recognized by all participants to address the issues stemming from the conflict and commends the efforts of the United Nations Representative, Ambassador Turunen and his team, working closely with their EU and OSCE counterparts, to help the GID participants move the discussions towards more substantive issues leading to final peaceful resolution. On this occasion, the Secretary-General calls on the GID participants to redouble their efforts to make concrete progress on all issues that are under the discussion in the GID.
The Secretary-General is concerned about reports of continued “borderization” along the South Ossetia and Abkhazia administrative boundary lines. He once again urges all relevant actors to continue to use existing mechanisms including the GID and the Incident Prevention and Response Mechanism (IPRM), to discuss issues of concern, including the full implementation of the 12 August 2008 six-point ceasefire agreement.“