• Авторизация


დილემა... 01-02-2013 11:51 к комментариям - к полной версии - понравилось!


როგორ გინდა მხარდაჭერა გამოუცხადო სხვებს, როცა თავად იძირები... არადა რომ ელოდებიან, ითხოვენ, სწყინთ? როგორ უთხრა ადამიანს სანუგეშო სიტყვები, როცა თავად ვერაფერ სანუგეშოს გარეშემო ვერ ხედავ... სად იშოვება ოპტიმიზმი და სასიცოცხლო ენერგია?

вверх^ к полной версии понравилось! в evernote
Комментарии (28):
Tamunia 01-02-2013-12:19 удалить
oooo ar daiwera :( hoda ras vambobdi: utxari, rom sanugesho araperia da optimizmis mizezi sul ar arsebobs yvelaperi cudadaa, yvelas daerxeva, verc verapers izam. hoda meored agar mogadgebian nugeshistvis
Nema_Alex 01-02-2013-12:52 удалить
Penman, да, красивые... Tamunia, shen egre aketeb xolme?)
Мой гугл-переводчик несёт ахинею...
Nema_Alex 01-02-2013-14:30 удалить
Макинтошенко, это не гугл, это я сама ахинею несу скорее... )
Nema_Alex, твоя ахинея весёлая хоть? ))
Nema_Alex 01-02-2013-14:42 удалить
Макинтошенко, неа... Это про то, что... в общем навалилось и ною.
Nema_Alex 01-02-2013-14:43 удалить
Макинтошенко, но как всегда, это тоже пройдёт.
Nema_Alex, этот завал всего и вся плюс хлам обстоятельств - он вечен, по-моему. Духариться надо - тогда что-нибудь, да пройдёт))
EDI 01-02-2013-15:23 удалить
არ ვიცი რამდენად შეიძლება ჩაითვალოს არსებული მდგომარეობა დილემად, მე მას ალბათ სხვა სახელს უფრო დავარქმევდი - "რეალობა"... ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში, მით უფრო წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბევრი რამ სიღრმისეულად გავაანალიზე და შევაფასე, ბევრი რამის გადაფასებაც მომიწია, ბევრი რამის (თუ ვინმეს) ნამდვილი სახეც დავინახე, როცა ნიღაბი ჩამოეხადათ და არაერთხელ ჩავფიქრებულვარ, თუ რამდენად სწორად შეგვიფასებია ხოლმე სიტუაცია და რამდენად ადეკვატური ყოფილა ჩვენი პოზიციები სხვადასხვა მოვლენებისა თუ სიტუაციების შეფასებისას, რამდენად სწორი პოზიცია აგვირჩევია და სათანადო ნაბიჯები გადაგვიდგამს... ამასწინათ აღვნიშნე, რომ გათითოკაცების "ეპოქაში" ვიმყოფებით და ყველა თავის ნაჭუჭში ცდილობს შეიკეტოს. არავინ ცდილობს რაიმე გასცეს, ყველა მხოლოდ ელოდება და თავისი ყოველი ნაბიჯი, ძირითადად, პრაგმატულობის ჩარჩოებში მოუქცევია. თითქოს ყველას დაავიწყდა, მრავალსაუკუნოვანი სიბრძნეები - "ძალა ერთობაშია", "მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოა", "რასაცა გასცემ შენია..." და მრავალი სხვა, ყველა ცდილობს რაღაცით გაამართლოს საკუთარი პოზიცია, თუნდაც აბსურდული და არაადეკვატური მოსაზრება-განმარტებებით... ყველას დაავიწყდა ის, რომ გლობალური დათბობა ვერ გაათბობს ადამიანურ ურთიერთობებს, ადამიანებმა თვითონ უნდა ისწავლონ სწორი შეფასებები. ისე კი, ზოგისთვის რომ გეკითხა ადრე ან ახლა ჰკითხო, თითქოს არავისგან არაფერიც არ უნდა, თუმცაღა ისე ხარბად შთანთქავს მიღებულ სიკეთეს, რომ "დესერტზეც" კი არ იტყოდა უარს და, რახან, თურმე, "არ უნდოდა", თავსაც რაიმეთი დავალებულად არ გრძნობს, თითქოს მადლიერების გამოხატვა "წარსულის გადმონაშთი" იყოს და არ შეეფერებოდეს მის მედიდურ ბუნებას... იდეალურად და უშეცდომოდ არასოდეს ჩამითვლია თავი, ხოლო ვინც მიცნობს, არა მგონია ბრმა იყოს და ვერ დაენახა (შესაძლოა იბრმავებდა თვალებს, მაგრამ დანახვის შემდეგ) ის, თუ რამდენს ამოვდგომივარ მხარში, როცა უჭირდა, რამდენს დავხმარებივარ და შედეგად ზოგს პრობლემები შემცირებია, ზოგსაც საკმაო წარმატებებისათვის მიუღწევია. გადის დრო, ზოგი უმადური ხდება, ზოგს "პრაგმატული" ამნეზია ემართება, ზოგიც თავისი პრობლემებით "იმართლებს" თავს, შედეგად კი ყველა, ადრე თუ გვიან, მაინც, ღებულობს ჭკუისსასწავლებელ გაკვეთილს... და ღირს კი თავის გადადება მათთვის, ვინც ასეთი ქმედების დაფასება არ სურს და თავს იმით იმართლებს, რომ არ შეუძლია ეგ... "არადა რომ ელოდებიან, ითხოვენ, სწყინთ?"... რატომღაც კუ და მორიელის იგავი გამახსენდა... ჰოდა, ერთხელაც შეწყდება ხოლმე სიკეთის წყარო და იქნებ მას მერე ისწავლიან მავანნი დაფასებას, ერთხელაც ადამიანი თვითონ გახდება მთავარი ადრესატი გამოთქმისა "სხვისი ჭირი ღობის ჩხირი" და იქნებ მაშინ უფრო ისწავლის სხვის შეცოდებას, ერთხელაც მას დაწყდება გული, როცა სიკეთეს დაუვიწყებენ, ზურგს შეაქცევენ და იქნებ მაშინ მაინც გაიაზრებს ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას... თუმცაღა ყოველივე, რაც ხდება, ცხოვრებისეული გამოცდაა - შეფასებებში, გადაფასებებში, ცვლილებებსა თუ იმედებში... როცა კარგის დაფასებას ვერ შევძლებთ, მაშინ ცუდთან გამკვლავება უნდა მოვახერხოთ... ყველაფერი კი მაინც წრეზე მოძრაობს, თუნდაც, კარგად დაკვირვებისას, მას სპირალის ფორმა ჰქონდეს... და არც ის დაგვავიწყდეს, რომ აღმართს დაღმართი მოყვება, ცუდს - კარგი!!! პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერასოდეს ვერაფერს მივაღწევდი, ცხოვრებაზე ხელი რომ ჩამექნია, რაგინდ მძიმე პრობლემებით ვყოფილიყავი გარშემორტყმული, ამიტომ ყოველთვის მედგრად შევეჭიდები პრობლემებს, ვინმეს მხარში ამოვუდგება, ვინმეს გვერდში დავიყენებ იმის გათვალისწინებით, რომ ჭკუისსასწავლებელი გაკვეთილებიც არაერთი მივიღე - ბევრის ნამდვილი სახის დანახვის მაგალითებზე... უფფფ... რამდენი დამიწერია... და, მართალია, საკმაოდ წარუმატებელი გამოდის, ხოლმე, ჩართვა შენი პოსტების დისკუსიებში და არც თუ იშვიათია, როცა ვერ ვახერხებ გასაგებად (თუ, უბრალოდ, არ სურთ გამიგონ) ჩამოვაყალიბო საკუთარი აზრი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე დამეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, თუნდაც, პრინციპით - "ერთი-ორი სიტყვა ჩემთვინა ვთქვი"... :) P.S. ამასწინათ წლების წინდელი, ერთგვარ იგავში გადატანილი, გულისთქმის ქართული ვერსია გამოვაქვეყნე ჩვენს პორტალზე და კიდევ ერთხელ დავფიქრდი ბევრ რამეზე: http://infocenter.uni.me/index.php?newsid=65
Tamunia 01-02-2013-16:24 удалить
Nema_Alex, rom ar vaketeb, gana ar vici, rom unda gavaketo :D
Nema_Alex 01-02-2013-17:47 удалить
EDI, რამდენჯერ უნდა გითხრა, ტრიბუნა გინდა მეთქი). იცი რაშია საქმე? ყველა თავისი ხასიათიდან გამომდინარე მსჯელობს ვინ რა სიტუაციაში როგორ უნდა იქცეოდეს და ყველა თავისი გადმოსახედიდან მართალია. ისიც მართალია, რომ გათითოკაცებისაკენ მიდის მსოფლიო და მარტოობა თანამედროვე სამყაროს ლამის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ადამიანებს, ამ დაძაბულ გარემოში ცხოვრების და ყოველდღიური პრობლემების ფონზე, აღარ ჰყოფნით სულიერი ძალები ელემენტარული ადამიანური ურთიერთობებისათვის, ისეთი გასავათებული ხარ ემოციონალურად და ფიზიკურადაც... შენი პორტალი ჩემი სამსახურიდან, რატომღაც, არ იხსნება. აბა იკითხე, რამე აკრძალვებია? სახლში კომპიუტერთან აღარც ვჯდები თითქმის.
Nema_Alex 01-02-2013-17:49 удалить
Tamunia, ჩემი სიცოცხლე ხარ! )
EDI 01-02-2013-17:52 удалить
Исходное сообщение Tamunia oooo ar daiwera :( hoda ras vambobdi: utxari, rom sanugesho araperia da optimizmis mizezi sul ar arsebobs yvelaperi cudadaa, yvelas daerxeva, verc verapers izam. hoda meored agar mogadgebian nugeshistvis
ise ki nugeshi sxva ramaa da mxardachera sxva... tavis droze, bevri profesionalisatvis, romlebsac sakmaod usindisod moeqca xelisufleba - arc nugeshi gaimetes da arc mxardachera, mit ufro im xalxma, vinc am profesionalebis mxrebze idga da matit suldgmulobda. shedegad miviget ackobili saqmianobis dangreva, rasac mtlianad sistemis dangreva mohkva. da momavalshic ase iqneba, tu carsulis gakvetilebi satanadod ar iqneba gaanalizebuli da shefasebuli. vfiqrob da ver momifiqrebia - rogor sheidzleba anugesho (mxardacheraze agarafers vambob) is adamiani, vinc sikalbe chaidina, saqmeebi gaafucha, sxvisi ackobili daangria da axla pasuxs txoven? asevea adamianur urtiertobebshic... tumcaga aris umnishvnelovanesi girebulebebi adamianta shoris urtiertobashi, romelta gaufasurebac ar unda davushvat, torem ragaa mashin chveni cxovreba...
EDI 01-02-2013-18:00 удалить
Nema_Alex, tu tqventan araa blokirebuli (vin icis, gaiges albat, rom chemi portalia;)) tavisuflad unda shemoxvide (ise, sheidzleba romelime momentshi servisuli samushaoebis gamo ver gaixsna). scade isev rusulze an qartulze isini sxvadasxva hostzea gantavsebuli da ertdroulad ar unda dablokos servisis mxridan...
Nema_Alex 01-02-2013-18:12 удалить
EDI, ვერ ვხვდები. ასე მეუბნება Firefox can't establish a connection to the server at infocenter.uni.me
EDI 01-02-2013-18:19 удалить
Nema_Alex, amcutas shevamocme da chemtan normalurad mushaobs... statistikac vnaxe da arian shemosulebi sxvadasxva IO-dan. modi rusulenovani naxe tu ixsneba: http://ruinfocenter.uni.me/ shemdeg scade operadan an exploreridan... sxva veraferi movifiqre. sainteresoa, tamunastan tu ixsneba?
Nema_Alex 01-02-2013-18:27 удалить
EDI, ახლა შევედი...
EDI 01-02-2013-18:30 удалить
Nema_Alex, dzveli dro brundeba: sakmarisia ertad gavamaxvilot kuradgeba radacaze da is sakitxi "magal" doneze xdeba aktualuri ;) orive enaze ixsneba portali?
Nema_Alex 01-02-2013-18:32 удалить
EDI, კი. ახლა ორივე გაიხსნა)
Penman 01-02-2013-18:52 удалить
Nema_Alex, а я не смог прочитать))) Говорят, скоро весна)
Nema_Alex 01-02-2013-19:03 удалить
Penman, правда латиницу так не перевести...


Комментарии (28): вверх^

Вы сейчас не можете прокомментировать это сообщение.

Дневник დილემა... | Nema_Alex - Мысли вслух | Лента друзей Nema_Alex / Полная версия Добавить в друзья Страницы: раньше»