Nema_Alex, Со мной как то общался на фейсе тоже родственник Казима, сказал что они Кванджария, потомки мухаджиров из Абхазии, Койюнджю значит сын пастуха. Вот приедет еще один нашенский спрошу у него.
Nema_Alex, Не за что, Маи я с ними сразу нашла общий язык знаешь какие они милые .... Оставляю тебе стих нашенского, на грузинском надеюсь возражения не будет и меня не закидают опять камнями:)
კიდევ ერთხელ მიამბე გურჯისტანზე ეფენდი,
რატომ მღერის ყარდაში ცრემლიანად ,,ჯილველოს"?
გუშინ შეღამებამდინ,ჭოროხთან რომ გევედი,
ტაიას ხმა გევგონე,აგზენ ბავშვებს ჰყიდდნენო.
ყოველ დილით ბაბაი,რატომ გასცქერს ჩრდილოეთს?
რატომ ახლავს ამ სურათს ნენეს ცრემლი ალალი?
ანდაც, ყველა საღამოს,მაინც რომც არ გინდოდეს,
"სულიკოს" რომ მღერობენ,რატომ მბურძგლავს ბალანი?
გურჯისტანი შორსაა?იქ რატომ არ ვბრუნდებით?
ფეხით ჩავალთ იქამდის? -მომიყევი ეფენდი,
რატომ არ დამასწავლი,ასე რატომ ჩუმდები?
ნეტა, გზები ვიცოდე, მარტოც მოვაფერებდი.
დავიბენი, ეფენდი,ვინ ვართ - ან ვინ ვიყავით?
მოდი, დღესვე წავიდეთ,იქნებ კიდეც გველიან,
ბავშვობაში ემიას გორასთან რომ მივყავდი,
მებნეოდა - გახსოვდეს - ამის მიღმა ჩვენია...
კიდევ ერთხელ მიამბე,გურჯისტანზე ეფენდი,
- ისევ იმეორებდა - ბიჭი ტაო-კლარჯელი
და უსმენდა უსიტყვოდ, ცრემლიანი თვალებით,
თურქ ეფენდის სამოსში ოთხმოცი წლის ქართველი!...