კარტოფილიანი ცომი
04-02-2022 14:49
к комментариям - к полной версии
- понравилось!
იდიალური ცომი
რომლითაც შეგიძლიათ უგემრიელესი ღვეზელები, ფოკაჩა, ხაჭაპური, ქადები და რაც თქვენს გულს და სულს გაეხარდება ის მოამზადოთ❤❤❤
ვიწყებთ კარტოფილის მოხარშვით, მოხარშულ კარტოფილს ჩავზელთ კარგად მშრალად, , ხოლო ნახარშს არ ვღვრით, რადგან ნახარში წყლით ვზელთ ცომს.
მე დაგიწერთ მიახლოვებით ნორმებს, თუ +- რაღაც ზედმეტი ან ნაკლები მოგივათ არაა არანაირი პრობლემა, რადგან ვზელთ ჩვეულებრივ ფაფუკ, საფუარიან ცომს.
დღეს მე მოვზილე ცომი და დოზები აღვბეჭდე ფოტოზე.
მე დიდი დოზებით არ ვზელ ჩემო კარგო მეგობრებო, რადგან იცით რომ ემიგრანტი ვარ და არ ვარ მრავალწევრიან ოჯახში.
800 გრ. ფქვილი
200 გრ. კარტოფილი
(იმედია 5 და 15 გრამებზე არ გამომეკიდებით😂)
1 ჩ.კ. შაქარი
15 გრ. მარილი
(ან თქვენი გემოვნებით)
15 გრ. დაპრესილი საფუარი
350--400 მლ. მდე (+-) კარტოფილის ნახარში წყალი
50 მლ. ზეთი
მე საფუარს ვაყენებ წინასწარ, და ნახეთ ფოტოზე როგორ იცელქა😂 გაპარვა უნდოდააა😂
ნახევარ ჭიქა თბილ წყალში ვხსნი საფუარს, ვამატებ შაქარს და ფქვილს 2 ს.კ.
ვაცდი 15 წუთი რათა გააქტიურდეს.
ამასობაში იხარშება კარტოფილი, რომლისგანაც ვამზადებ პიურეს ანუ ვზელ კარგად მშრალად, ვათავსებ ყველაფერს ფქვილიან ჯამში და ვზელ ფაფუკ ცომს,ბოლოს ვამატებ ზეთს.
ვფუთავ და ვდგამ თბილ ადგილზე, საათ ნახევრის გასვლის შემდეგ აუცილებლად ჩავზელ ხოლმე ზეთიანი ხელით.
მეორეთ ამოფუების შემდეგ ვიღებ გუნდებს და ვიცი რომ არ გესწავლებათ, იმ ამოღებულ გუნდებსაც უნდა დასვენება 15 წუთი მაინც ❤❤❤
მოამზადეთ და გამიზიარეთ ჩემო კარგებო თქვენი აზრი
вверх^
к полной версии
понравилось!
в evernote