4 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით ქალაქის სატ
30-05-2011 15:50
к комментариям - к полной версии
- понравилось!
4 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით ქალაქის სატელეფონო ნომრები იცვლება
სილქნეტის ცხელი ხაზი 100–100 ხდება 2100–100.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” თანახმად, მიმდინარე წლის ივნისის განმავლობაში დაგეგმილია რამდენიმე ცვლილება.
4 ივნისიდან
4 ივნისიდან, თბილისის სატელეფონო ქსელი გადავა შვიდციფრიან ნუმერაციაზე, ხოლო რეგიონების – ექვსციფრიანზე. სატელეფონო ნომრები დაგრძელდება ერთი ციფრით და ნომრის საწყისად ყველგან – თბილისშიც და რეგიონებშიც, „2“–იანი გახდება.
თბილისში – ძველ სატელეფონო ნომერს წინ ციფრი „2“–იანი ემატება. მაგალითად, აბონენტის ნომერი 38–18–18 გახდება 238–18–18; რეგიონებიდან თბილისში დასარეკად აიკრიფება კოდი: 832 და შემდეგ ახალი ნომერი 238–18–18.
რეგიონები – რეგიონებისთვისაც ერთი ციფრის, „2“–იანის დამატების ხარჯზე იცვლება სატელეფონო ნომერი. ქ.ბათუმის სატელეფონო ნომერი 7-99-99 შეიცვლება ნომრით 27-99-99; ქ.ქუთაისის სააბონენტო ნომერი 5-99-99 შეიცვლება ნომრით 25-99-99, ქ.გორის სატელეფონო ნომერი 7-99-99 შეიცვლება ნომრით 27-99-99 და ა.შ.
რუსთავი – სააბონენტო ნომრის სიგრძე უცვლელი დარჩება. სააბონენტო ნომრების პირველი ციფრი -”1” შეიცვლება ციფრით - ”2”, ხოლო მისი მომდევნო ყველა დანარჩენი ციფრები უცვლელნი დარჩებიან, მაგალითად: სააბონენტო ნომერი 15-99-99 შეიცვლება ნომრით 25-99-99. ამასთან, ქ.რუსთავის სატელეფონო ქსელის აბონენტებთან საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის დასამყარებლად აკრეფილი უნდა იქნეს ქ.რუსთავის ახალი სატელეფონო კოდი 341 შემდეგ ”2”-ით დაწყებული აბონენტის ახალი ნომერი.
20 ივნისიდან
მობილურ ქსელში დასარეკად 8–იანის ნაცვლად 5–იანის გამოყენება იქნება საჭირო. მობილურიდან მობილურზე დასარეკად უნდა აიკრიფოს ნომერი შემდეგი თანმიმედვრობით: 599 XX XXXX, 595 XX XXXX , 577 XX XXXX, 593 XX XXXX, 597 XX XXXX ა.შ.
ქალაქის ტელეფონიდან მობილურზე დასარეკად გამსვლელი კოდის 8–იანი დარჩება და შემდეგ აიკრიფება 5–იანი და აბონენტის ნომერი. მაგალითად: 8 599 XX XXXX, 8 595 XX XXXX , 8 577 XX XXXX,8 593 XX XXXX,8 597 XX XXXX ა.შ.
27 ივნისიდან
იცვლება ფიჭური პრინციპით მომუშავე ფიქსირებული სატელეფონო ქსელების ნუმერაცია. კერძოდ, უსადენო ფიქსირებულ სატელეფონო ნომრები 7–იანით დაიწყება.
სილქნეტის სააბონენტო ნომერი 70 XX XX XX იცვლება 791 XX XX XX ნუმერაციით.
მაგთიფიქსის სააბონენტო ნომერი 90-XX-XX-XX ხდება 790-XX-XX-XX.
მაგთიფიქსიდან სილქნეტის უსადენო ტელეფონზე და პირიქით, სატელეფონო კავშირი 8–იანის გარეშე განხორციელდება, ხოლო ქალაქის ტელეფონებიდან ამ პრინციპით მომუშავე ტელეფონებზე გამსვლელი კოდი 8–იანი დარჩება.
вверх^
к полной версии
понравилось!
в evernote