• Авторизация


ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში კ&# 26-08-2013 09:18 к комментариям - к полной версии - понравилось!


სტატია - ანალიტიკა - ეკონომიკა
//
ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში კოაბიტაციური რეჟიმის ჩარჩოებში

2013 აგვისტოს მონაცემები

2013 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკაში აღინიშნება საკმაოთ მძიმე მდგომარეობა.
ეს გამოიხატება სტაგნაციით, ეკონომიკის ვარდნით, უმუშევრობის მაღალი დონით, რომელიც უკვე აღემატება 15%-ს . ამას ადასტურებს ინფორმაციის ყველა ოფიციალური წყარო.

თუმცა აზრი გაყოფილია. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ პირიქით, ეკონომიკაში ხდება პოზიტიური ცვლილებები უკეთესობისაკენ, ნაწილი კი ამტკივებს, რომ ეს კრიზისი საქართველოში გადავიდა სიღარიბის ზღცარს მიღმა. თითოეული მხარე ინფორმაციის აშუქებს ისე, როგორც ხელსაყრელია მისი პოლიტიკური პოზიციისათვის.
შეიძლება დაუჯერო არ ან დაუჯერო რომელიმე მხარეს, მაგრამ ხალხი ხედავს და კარგად ესმის რა ხდება შინამდვილეში. მიმდინარეობს ეკონომიკის სერიოზული ვარდნა ჩვენს ქვეყანაში. ეს გამოიხატება ერთი მხრიდან სრული სტაგნაციით წარმოებისა და ვაჭრობის შეფეხებით, მეორე მხრივ, დასაქმებულთა რიცხვის შემცირებით, საშუალო ხელფასით (50-200 ლარი) ძნელია, თითქმის შეუძლებელი, თავის გატანა, როცა ასე მაღალია ფასები კვების პროდუქტებსა და კომუნალურ მომსახურებაზე. განსაკუთრებულად უნდა გამოკვეთოთ უმუშევრობის დონე და ხალხის დასაქმებისთვის არახელსაყრელი პირობები.

ეკონომიკის რეალური სექტორის არასაკმარისი განვითარების გამო უმუშევრობის დონე მაღალია აღემატება 15%-ს, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით. მოსახლეობის სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რომელიც ჩატარებულია ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

გამოკითხულთა 70 % თვლის, რომ დაუსაქმებელია. ეს, უპირველეს ყოვლისა, აიხსნება იმით, რომ 55% თვითინ ასაქმებს საკუთარ თავს. შემოსავალი მათი საქმიანობიდან ისეთი დაბალია, რომ ადამიანები ამას უმუშევრობას უწოდებენ.

პირდაპირ ინვესტიციებში ვარდნაა.

2011 წლის მონაცემებით საქართველოს საერთო საგარეო ვალი შეადგენს 14 მილიარდ 370 მლნ დოლარს. ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი კი 4,1 მილიარდი დოლარია. დღემდე სიტუაცია არ შეცვლილა და თუ რაიმე ცვლილებები იყო, ისიც უმნიშვნელო. ამიტომაც ინვესტორები ერიდებიან ქართული ეკონომიკისთვის აქტიურ მხარდაჭერას. თუმცა ფინანსტა მინისტრი ნოდარ ხადური წელს მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გვპირდება.

ამ მძიმე ვითარების მიზეზი არის მართველი ყოფილი მართველი გუნდის არაეფექტური და არაადეკვატური მართვის პოლიტიკა გასული 9 წლის მანძილზე.
მათი შეცდომა იყო ის, რომ წარმოება და ინვესტირება ცალსახად მიმართეს მხოლოდ ტურიზმისაკენ, ხიდებისა და შადრევნების მშენებლობისა და ქალაქების დამშვენებისაკენ. იყენებდნენ უცხოელ (ჩინელ და ბურების) მუშახელს და არ ასაქმებდნენ საკუთარ მოსახლეობას. ახორციელებდნენ საეჭვო არქიტექტურულ პროექტებს, როგორიცაა ლაზიკა, ქუთაისის პარლამენტი, რომელის საქართველოს ყოფილი მთავრობა 825 მილიონი დოლარი დაუჯდა.

იმის ნაცვლად, რომ გაეუმჯობესებინა მოქალაქეების შრომითი და ყოფითი პირობები, შეექმნათ ბიზნესის განვითარების და ეკონიმიკის აყვავებისთვის საჭირო მდგომარეობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავის მართველობის პერიოდში, ორიენტირებული იყო ხიდების მშენებლობებსა და ფულის ფლანგვაზე პირადო ინტერესებისათვის. ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში წარმოადგინა დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა, ამ წლის დასაწყისში.
დეპუტატმა წარმოდგენილ მასალებს შოკისმომგვრელი უწოდა პარლამენტის სხდომაზე. მისი სიტყვით, არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ პრეზიდენტმა, მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა, 2013 წლის ახალი წელი გაატარეს დუბაიში, დაიხარჯა 240 000 ლარი (150 000 დოლარი) . და ეს მცირე ნაწილია იმისა, რაზე იხარჯებოდა სახელმწიფო ხაზინის ფული.

ამასთან, 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, საქართველოს მსოფლიო თანამეგობრობამ, დახმარების სახით, გამოუყო 4,5 მილიარდი დოლარი. თუმცა ამ წლებში საქართველოს საგარეო ვალმა მიაღწია 14,8 მილლიარდ დოლარს.

ახალი მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წლის ოქტომბერში, კოალიციის 'ქართული ოცნება', ხელმძღვანელობით, ეკონომიკურრად საკმაოთ არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა. ხალხი ნათელი მომავლის და ცვლილებების მოლოდინში იყო, მაგრამ მდგომარეობა სავავალოა, უზარმაზარი საგარეო ვალის გათვალისწინებით, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას მალე არ უნდა ველოდოთ.

უკეთესი ცხოვრების მომლოდინე მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს განვითარების მცირე ეფექტურობის გამო, მაგრამ ვინც ეკონომიკაში ჩახედულია, მათ კარგად ესმით თუ რა მდგომარეობაშია მართველი უმრავლესიბა, ითვალისწინებს კოჰაბიტაციის რეჟიმს, პროგრესის და პოზიტიური ცვლილებების ხელისშემშლელს, და ქვეყნის საგარეო ვალს.

ამ დეოს ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხება ხალხის გრძნობებს და აკრიტიკებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ისე, რომ მიზეზებს არ განიხილავს. ამტკივებს, თითკოს ეს ყველაფერი არის შედეგი მართველი პარტიის არასწორი პოლიტიკისა. ამაცე დროს მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს ჩადოს პირადი შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტში ვალის გადასახდელად. ემოდენა თანხა გააკოტრებდა პრემიერტს და მთელ მთავრობას, მაგრამ როგორც ახლანდელი მართველი პარტია "ქართული ოცნება" ვალდებულია გადაწყვიტოს პრობლემები, პიიღო (მიიღო?) მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებიდან.

თუ გავითვალესწინებ იმ ფაქტს, რომ კოჰაბიტაციის რეჟიმი აქრობს სიტუაციის დაუმჯობესების იმედს, ასევე ფაქტს, რომ ახალ პრეზიდენტს 27 ოქტომბერს ავირჩებთ. ჩვენ კიდევ დიდხან მოგვიწევს სერიოზული ჩვლილებების ლოდინი. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის კი, 2014 წლის იანვარში, ეკონომიკის სასწრაფოდ აღდგენის იმედი არ უნდა გრძნოდეს ერთ წელზე ადრე.

რა თქმა უნდა ბევრი გაკეთდება. საჭიროა აღინიშნოს, რომ მართველობის 9 თვის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა თავისი წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილის ეფექტური რეალიზება, ისეთების როგორიცაა: 60 სასოფლიო-სამეურნეო დაწესებულების შექმნა ქვეყნის სხვა და სხვა რეგიონში და როგორც ივანიშვილი აცხადებს, წლის ბოლოს იქნება 100; პედაგოგების გაზრდილი ხელფასები; ტურისტების რაოდენობის მატება; სექტემბერში პენსიების გაზრდა 150 ლარამდე; მიმდინარე წლის თებერვალში საყოველთაო დაზღვევის სისტემის ამოქმედება; პენსიონერებისა და ინვალიდებისათვის სამედიცინო დახმარება, შესაბამისი დოკუმენტების შემთხვევაში უფასო მომსახურება. ეს სერიოზული მიღწევაა კოალიციის 9 თვიანი მართველობის პერიოდში.

თუმცა, ჯერ კიდევ მოსალოდნელია ხალხის უკმაყოფილება . ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ სიტუაცია საკმაოდ რთული იქნება, და სტაბილიზაციის აღდგენას შეიძლება წლები დასჭირდეს . ჩვენ ჯერ-ჯერობით, არ შეგვიძლია, დანამდვილებით როდის უნდა ველოდოთ ნაყოფიერ და კრეატიულ მიღწევებს ეკონომიკის სფეროში და როდის მივაღწევთ შედარებით სტაბილურობას. ეკონიმიკის უკანასკნელი მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ, 2013 წლის აგვისტოსთვის, მძიმე პრობლემების გათცალისწინებით. აშკარაა, რომ ჯერ კიდევ დიდხანს მოგვიწევს დაველოდოთ საკმარისად ოპტიმისტურ შედეგებს და საფუძველს, რათა ნამდვილად შევუდგეთ ჩვენი ქვეყნის აყვავების ეტაპს.

დავით ემელიანოვი

ანალიტიკა

25 აგვისტო 2013 წ.
вверх^ к полной версии понравилось! в evernote


Вы сейчас не можете прокомментировать это сообщение.

Дневник ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში კ&# | Hector_Clemens - Дневник Hector_Clemens | Лента друзей Hector_Clemens / Полная версия Добавить в друзья Страницы: раньше»